თბილისის N103 სკოლის მოსწავლეები, წარმატებული „იზრუნელები“ - გაბრიელ აფციაური და იოანა კვანტალიანი, დამრიგებელთან ერთად, საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
10-02-2026

8 თებერვალს izrune.ge-მ ცოდნის ზეიმი მოაწყო ასობით იზრუნელისთვის, მათი მშობლების, სტუმრებისა და განათლებული თაობების გულშემატკივრებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში წარმატებულ „იზრუნელებს“ პერსონალური დიპლომები გადაეცათ. დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ „ეტალონის“ ოლიმპიადების ლიდერი „იზრუნელები“ და გამორჩეულ მოსწავლეთა დამრიგებლები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის N103 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები - გაბრიელ აფციაური და იოანა კვანტალიანი და მათი დამრიგებელი ნატალია წიკლაური.

საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიური პორტალის - Izrune.ge-ს  ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

მეტად მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაცია და დისკუსია ოჯახის, ბავშვის და სკოლის როლის შესახებ.

izrune.ge-ს შემოდგომის სეზონის ტესტებსა და ოლიმპიადებში აქტიური ჩართულობის გამორჩეული წარმატებებისა და ბრწყინვალე შედეგების დასტურად დაჯილდოვდნენ თბილისის N103 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები - გაბრიელ აფციაური და იოანა კვანტალიანი. გაბრიელ აფციაურმა ასევე ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს ქართული, მათემატიკური, ინგლისური, ლოგიკური აზროვნების ოლიმპიადებში და წარმატების დამადასტურებელი დიპლომებიც მიენიჭა. 

დიპლომი გადაეცა, ასევე, მათ დამრიგებელს - ნატალია წიკლაურს საუკეთესო მოსწავლეების აღზრდისთვის, ცოდნის განმტკიცების ხელშეწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვისთვის.

სკოლაში მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს წარმატებას ულოცავენ.

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203