
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას საინტერესო ღონისძიებით შეუერთდა.
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა ნამდვილ ზღაპრულ სამყაროდ იქცა. დაწყებითი საფეხურის ლაბორატორიის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული ღონისძიება მოეწყო.
ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი ბავშვებისთვის „მკითხველთა“ შემადგენლობა აღმოჩნდა: საინტერესო მოთხრობები მათთვის სკოლის დირექტორმა, სასწავლო ნაწილის გამგემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა წაიკითხეს.
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების თითოეულ მონაწილეს ამ თბილი დღისთვის.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: