
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს ახალისებენ იკითხონ მეტი მხატვრული ლიტერატურა, ამ გზით კი მათი წიგნიერების დონის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართებაზე ზრუნავენ.
შესაბამისად, წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან საყვარელი ეპიზოდები ხმამაღლა წაიკითხეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
მოსწავლეებმა სლოგანით შექმნეს - „დღეს მკითხველი, ხვალ ლიდერი“ და ერთმანეთსა და თანატოლებს წიგნის კითხვის მნიშვნელობა შეახსენეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.