„წარმატებული სტუდენტების წახალისების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 8 მაგისტრანტს სტიპენდია გადასცა
06-07-2018
„წარმატებული სტუდენტების წახალისების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 8 მაგისტრანტს (თეა აბულაძე, მაია ბუთბაია, მარიამ ნაბიჯაშვილი, ნინო ნაჭყებია, ლუკა თუშიშვილი, ირაკლი სამუშია, დავით ჭედია და თეკლე გაწერელია), სტიპენდია გადასცა.

თბილისის მერიიდან გამოგზავნილი სერტიფიკატები სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გადასცა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია და საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, რომლებმაც ასევე მიულოცეს სტუდენტებს წარმატება.

მუნიციპალიტეტის სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელიც არის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და წინა სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს 91 და მეტი ქულა. (A კატეგორია - ფრიადი). 

პროგრამა სემესტრულია და თითოეული სტიპენდიანტი 450 ლარს იღებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203