ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
10-02-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შერჩეული ნაწარმოებებიდან საყვარელი ეპიზოდები ხმამაღლა წაიკითხეს. ისაუბრეს საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

შეხვედრამ გაუსვა ხაზი წიგნის კითხვის მნიშვნელობას. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203