„წიგნი, რომელიც გვაერთიანებს“ - მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო კამპანიას საინტერესო ღონისძიებით შეუერთდნენ 
10-02-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ. 

მე-6 და მე-7 კლასისების მოსწავლეებმა საკუთარი სურვილით შეარჩიეს საყვარელი ავტორი და ნაწარმოებიდან ნაწყვეტები მხატვრულად, ხმამაღლა წაიკითხეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რატომ არის ესა თუ ის ავტორი მათი საყვარელი მწერალი. ასევე შექმნეს სლოგანი - „წიგნი, რომელიც გაერთიანებს“. 

ღონისძიება იყო შინაარსობრივად დატვირთული და საინტერესო.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203