ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს 
10-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ, რაც მოსწავლეთა ცოდნისა და თვასლაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. მე-8 კლასელთა გაკვეთილი სწორედ „დავითობას“ მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერი და წიგნაკები. ასევე საინტერესოდ და თავდაჯერებულად წარადგინეს მომზადებული პოსტერები და წიგნაკები.

მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, აღნიშნეს მისი რეფორმები და წვლილი ქართველი ერის წინაშე. 

აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს მეფეთ-მეფის გარდაცვალებიდან 901 წელი გავიდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203