
მესტიის N2 საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
მე-5 კლასელებმა, პედაგოგ ციალა გულედანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა მხატვრულად წაიკითხეს და ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს.
პედაგოგი მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და შეახსენა, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: