
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, წიგნის საჯაროს კითხვის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
6 თებერვალს, სკოლაში წიგნიერების დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბი - „საფიხვნო“ წელსაც შეუერთდა მსოფლიო ტრადიციას და უმასპინძლა ამ ღონისძიებას. მოსწავლეებმა, ამჯერად ვაჟა- ფშაველას მოთხრობები აირჩიეს და ასე კიდევ ერთხელ გაითავისეს მისი შემოქმედება.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი ნათელა ღლონტი.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღნიშნავენ. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ლიტერატურის, კითხვის მოყვარულებს საშუალებას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ ერთად კითხვის სიამოვნება. ამ დღის მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანები ერთი სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - გარშემო ერთიანდებიან.
„ეს ტრადიცია მნიშვნელოვანია წიგნის კითხვის წახალისებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ.
იხილეთ ფოტოები: