
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნერსეს ლორეციანი, ვარდუჰი ბესენციანი და ვანიკ ბესენციანი „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის გამორჩეული მონაწილეები არიან.
მე-9 კლასელი ვანიკ ბესენციანი, საქართველოს მასშტაბით, ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების, შესაბამისი კლასის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა.
მე-7 კლასელი ვარდუჰი ბესენციანი, მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულთა ათეულში იკავებს საპატიო ადგილს.
მე-9 კლასელი ნერსეს ლორეციანი, კი მათემატიკის ოლიმპიადის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეთა ათეულშია.
მოსწავლეები წარმატების დამადასტურებელი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექტორმა, მელანია ვართანიანმა მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატების შესახებ „ეტალონი-მედია“ ჯგუფისგან ოფიციალური წერილი მიიღო.
„გილოცავთ და სიამაყით გაცნობებთ, რომ თქვენი სკოლის მოსწავლეებმა გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ 2025 წლის შემოდგომის სეზონის საგნობრივ ოლიმპიადებში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა გამორჩეულმა შედეგებმა და ჩართულობამ არა მხოლოდ მათი შესაბამისი ცოდნა და მომზადების მაღალი დონე წარმოაჩინა, არამედ თქვენი სკოლის საგანმანათლებლო სიძლიერის წარმოჩენასაც შეუწყო ხელი.
უდავო ფაქტია, რომ მოსწავლეთა და სკოლების პოზიტიური საგანმანათლებლო წარმოჩენა, რასაც უკვე 21 წელია ემსახურება არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტების ეროვნული ფლაგმანი „ეტალონი“ და მისი პროექტები - აუცილებელი კომპონენტია მომავალი თაობის ეფექტური მოტივაციისთვის“, - ვკითხულობთ წერილში.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: