„გმადლობთ, ყურადღებისთვის, სიკეთისა და სითბოსთვის“- ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეები დასაჩუქრდნენ 
10-02-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ.

ბავშვები სკოლის გულშემატკივრებმა და კეთილმოსურნეებმა დაასაჩუქრეს. 

მოსწავლეებმა სიხარულით დაათვალიერეს სასაჩუქრე შეფუთვების შიგთავსი და სასწავლო პროცესი უფრო მეტი შემართებით გააგრძელეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან სკოლის გულშემატკივრებს საჩუქრებისა და მოსწავლეთა გახარებისთვის. 

„გვინდა გულითადი მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი კეთილი ადამიანების მიმართ, (ნინელი ეჯიბაძე, თორნიკე ჭკადუა, ნიკა ჭკადუა) რომლებმაც ჩვენს სკოლას და პატარებს ასეთი ღირებული საჩუქრები უსახსოვრეს.

ეს საჩუქრები მხოლოდ ნივთები არაა, ეს არის ზრუნვა, მხარდაჭერა და ბავშვების განათლებასა და შემოქმედებით განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილი.

გმადლობთ ყურადღებისთვის, სიკეთისა და სითბოსთვის, რომელსაც ჩვენს მოსწავლეებს მუდმივად ჩუქნით. ასეთი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ სტიმულს გვაძლევს ყოველდღიურ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გულით და პატივისცემით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203