„რატომ მოიწყინა კაკლის ხემ?“ - თბილისის N28 სკოლის მე-3 კლასელებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე საინტერესო, შემოქმედებით დავალებაზე იმუშავეს
10-02-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც სასწავლო შემეცნებითი, ისე შემოქმედებით აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, მე-3 კლასელთა შემოქმედებითი დავალება ბუნებაში, თემაზე - „რატომ მოიწყინა კაკლის ხემ?“.

ბავშვებმა ისაუბრეს როგორი აგებულება აქვს მცენარეს და რა დანიშნულება აქვს მის შემადგენელ ნაწილებს, როგორ იზრდებიან მცენარეები, როგორ გავლენას ახდენს საქართველოს ჰავა/სეზონები მცენარის ზრდა-განვითრებაზე.

ბავშვებმა ასევე დაამზადეს პოსტერი და დაწერეს ზღაპარი სახელწოდებით - „ზღაპარი კაკლის ხეზე, რომელიც ცოტა ცუდად იყო“.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ლია ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, რომელის მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესსა და სიყვარულს საინტერესო აქტივობებით უღვივებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203