
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით, საჯაროდ კითხვა მოეწყო. მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
მოსწავლეებმა წიგნის კითხვის მნიშვნელობაც აღნიშნეს და დასძინეს, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია.
„წიგნის კითხვის მსოფლიო დღე გვახსენებს, რომ წიგნი მხოლოდ ტექსტი კი არა-ეს არის ფანჯარა ცოდნაში, ემპათიასა და თავისუფალ აზროვნებაში. ერთი წიგნი შეიძლება გახდეს ახალი იდეის, ოცნების ან გზის დასაწყისი. ვიკითხოთ ყოველდღე, რადგან კითხვა გვზრდის, გვაერთიანებს და გვაძლიერებს“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტო: