დაბა ურეკის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას საინტერესო ღონისძიებით შეუერთდა 
10-02-2026

„წიგნი არის ფანჯარა, რომლიდანაც სამყაროს ვუცქერთ“- აღნიშნავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ.

სკოლაში, საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

დაბა ურეკის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარმა, სესილი გვარჯალაძემ წიგნის საჯაროდ კითხვა კითხვა მოაწყო. 

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების შემოქმედებიდან, ისაუბრეს საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წიგნის მნიშვნელობასა და კითხვის სიყვარულს, რომელიც ბავშვებში აზროვნებას, წარმოსახვასა და სულიერ სამყაროს ამდიდრებს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203