დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ​ღვაწლი ქართველი ერის წინაშე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა 
10-02-2026

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცება საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას, პედაგოგები მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მეფეთ-მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მირძღვნა

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისტორიული ცნობები დიდი ქართველი მეფის ცხოვრებასა და ღვაწლზე.

ღონისძიებამ მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენა დავით აღმაშენებლის განსაკუთრებული როლი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში.

„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ისტორიის სიყვარულის გაღვივებას და ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას“, - აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან პედაგოგ მარინა გიგდელიანს საინტერესო ღონისძიებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ წელს მეფეთ-მეფის გარდაცვალებიდან 901 წელი გავიდა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203