
თბილისის N132 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გამორჩეულად აღინიშნა. სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა.
კვირეულის მთავარი მიზანი კი, რაღა თქმა უნდა, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია იყო.
კვირეულის ფარგლებში კლასებში ხმამაღლა კითხულობდნენ საინტერესო ისტორიებს, ნაწარმოებიდან საინტერესო მონაკვეთებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს ტრადიცია ასევე მოტივაციას სძენს მშობლებს, ხმამაღლა წაუკითხონ შვილებს სხვადასხვა ისტორია და შეაყვარონ წიგნების კითხვა.
მასწავლებლებს მიწვეული ჰყავდათ სტუმრები, რომლებმაც გაუზიარეს მოსწავლეებს წიგნის კითხვის სიხარული, გააცნეს თუ რატომ ხდის ადამიანს წიგნის კითხვა უფრო უკეთეს პიროვნებად.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა და მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ თანატოლებსაც მოუწოდეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
იხილეთ ფოტოები: