თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აბიტურიენტი ზოგადი უნარების გამოცდის საკითხებზე საუბრობს
თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან პირველი ქეთევან კერესელიძე გამოვიდა. იგი Etaloni.ge-სთან საუბრისას ზოგადი უნარების გამოცდის საკითხებს იხსენებს და საგამოცდო გარემოზე ამახვილებს ყურადღებას:„აუდიტორიაში კომფორტული და მშვიდი გარემო იყო. მთლიანად ტესტზე ვიყავით ორიენტორებულები. ვერბალური ნაწილი სიახლე ის იყო, რომ ანალოგიები ცალკე ბლოკად აღარ არის. ორი ტესტის გააზრება მოვიდა, დიდი მასალა იყო, ოთხგვერდამდე. მათემატიკური ნაწილი სტანდარტული იყო. ვფიქრობ, კარგად დავწერე,“ - აღნიშნავს ქეთევან კერესელიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას ორ სესიად აბარებენ. ზოგადი უნარების გამოცდა ხვალაც ორ სესიად ჩატარდება და ხვალ ამ გამოცდას ის აბტურიენტები ჩააბარებენ, რომლებიც 5 ივლისს უნდა გამოცხადებულიყვნენ საგამოცდო ცენტრებში. გამოცდების განრიგში ცვლილება მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო შევიდა.