15 ფაკულტეტი, რომლებიც სტუ-ში 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა - ჩამონათვალი 
10-02-2026

მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში - აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საზოგადოებას აცნობა, რომ სტუ-ს თსუ-სთან აღარ გაერთიანებოდა

„ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩებიან მილევად რეჟიმში. შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით“, – განაცხადა კობახიძემ.

გთავაზობთ იმ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა ჩამონათავლი აღებულია ვიკიპედიიდან.

1972-1973 სასწავლო წლის დასაწყისში დღის სტაციონარზე 15 ფაკულტეტი ფუნქციონირებდა:

  • სამშენებლო ფაკულტეტი
  • ენერგეტიკის ფაკულტეტი
  • სამთო ფაკულტეტი 
  • ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი 
  • მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 
  • მეტალურგიის ფაკულტეტი
  • ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 
  • სატრანსპორტო ფაკულტეტი 
  • საინჟინრო ფიზიკური ფაკულტეტი
  • არქიტექტურის ფაკულტეტი
  • ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი
  • გეოლოგიის ფაკულტეტი 
  • კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი
  • ავტომექანიკური ფაკულტეტი

აქვე გაცნობებთ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს იმ საგანამანთლებლო პროგრამების ზუსტი სია, რომელზეც უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლისთვის მიღებას გამოაცხადებს.

იხილეთ ფაკულტეტები, რომლებიც ამ ეტაპზე არსებობს უნივერისტეტში:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203