ღვითორის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ და შემოქმედებითად აღინიშნა
10-02-2026

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და მომავალი თაობის წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მოსწავლეებიც მხატვრული ლიტერატურის კითხვითა და ინტერესით გამოირჩევიან. 

რა თქმა უნდა, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ და შემოქმედებითად აღინიშნა.

ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა გააცოცხლეს ლიტერატურული გმირები, მოირგეს საყვარელი პერსონაჟების როლები, ისაუბრეს მათ საყვარელ მწერლებზე, გაუზიარეს ერთმანეთს წაკითხული წიგნებით მიღებული შთაბეჭდილებები და დაგვანახეს, რომ კითხვა მხოლოდ ტექსტი კი არა, ემოცია, ფანტაზია და ცოცხალი სამყაროა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“  ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203