გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა არაჩვეულებრივი წიგნების გამოფენა
10-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებენ და სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს მიმართავენ. 

ახლახან, თამარ გორგაძის კლასში არაჩვეულებრივი წიგნების გამოფენა გაიმართა. წიგნებში მოსწავლეებმა საკუთარი „თაგვური“ თავგადასავლები აღწერეს. 

დავალება ასეთი იყო - „იყავი თაგუნია, რომელიც გალიაში მოხვდა“.

მოსწავლეებმა როლი გაითავისეს, საინტერესო დავალებით შთაგონებულებმა შექმნეს როგორც საინტერესო შინაარსი, ისე ილუსტრაციები და წიგნები თავადვე აკინძეს. შემდეგ კი თავიანთი ნამუშევრები დიდი მონდომებით წარადგინეს. 

„შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა! პატარებმა არა მხოლოდ დაწერეს, არამედ თავადვე გააფორმეს და აკინძეს თავიანთი პირველი წიგნები. თურმე, გალიაში ყოფნისას ყველაზე მეტად მეგობრები და... რა თქმა უნდა, ყველი ენატრებათ!“,- გვიყვება პედაგოგი თამარ გორგაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203