
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობითა და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან.
ახლახან, მე-11 კლასის მოსწავლე დიანა სირაძემ მოამზადა და აუდიტორიის წინაშე წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „მე-19 - მე-20 საუკუნეების დასავლური ლიტერატურა“.
მოსწავლემ გასული საუკუნეების დასავლურ ლიტერატურაზე საინტერესოდ ისაუბრა, მსმენელს მე-19 - მე-20 საუკუნეების გამორჩეული ლიტერატორები გააცნო და მათ ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტებიც გაუზიარა.
მოსწავლის საგნის მასწავლებელი ლია გოგოლაძე გახლავთ.
სკოლაში ახარებთ მოსწავლის აქტიურობა და მონდომება და მადლობას უხდიან საგნის მასწავლებელს.
მადლობა საგნის მასწავლებელს- ლია გოგოლაძეს! მადლობა მოსწავლეს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი პრეზენტაციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: