„ზეიმით აღვნიშნავთ მშობლიურ სკოლაში დაბრუნებას“- გორელოვკის N1 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
10-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მეორე სასწავლოსემესტრიდან კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით სარგებლობენ. სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და კეთილმოეწყო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ორი წლის განმავლობაში სკოლა სასწავლო პროცესს გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში წარმართავდა. 

„მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სწავლა გავაგრძელეთ საკუთარი სკოლაში, კმაყოფილები და გახარებულები ვართ,  რადგან  სრულიად განახლებულია სკოლის საკლასო ოთახები, კაბინეტ-ლაბორატორიები, სველი წერტილები და რაც ჩვენს რეგიონში ყველაზე მთავარია გამართული გათბობის სისტემა,  მოკლედ ყველა პირობაა შექმნილი ცოდნის მისაღებად, რისთვისაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს განათლების სამინისტროს ასეთი მხარდაჭერისათვის, გვინდა მადლობა გადავუხადოთ სამშენებლო კომპანია „საბა კონსთრაქშენს“ კეთილსინდისიერად ჩატარებული სამუშაოებისათვის და აგრეთვე უღრმესი მადლობა გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობასა და პედაგოგიურ კოლექტივს იმ  თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის, რომელიც გამოიჩინეს ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიმართ  ერთ სკოლაში ორი წლის მანძილზე მუშაობის პერიოდში.

დღეს ჩვენი სკოლის სასკოლო საზოგადოება ზეიმით აღნიშნავს მშობლიურ სკოლაში დაბრუნებას!“,- აღნიშნავან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203