ინტერვენციის გეგმის შემუშავების პრაქტიკული ასპექტები, ფორმა და შინაარსი - ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ინიციატივით 2026 წლის 12 თებერვალს 17:00 საათზე იგეგმება ონლაინ ვებინარი თემაზე - „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტერვენციის გეგმა“.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ინტერვენციის გეგმის შემუშავების პრაქტიკული ასპექტები, ფორმა და შინაარსი. კერძოდ:
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობა ინტერვენციის გეგმაში
- ინტერვენციის გეგმის სარეკომენდაციო ფორმა
- ინტერვენციის გეგმის თითოეული კომპონენტის შევსების პრინციპები და თანამონაწილე პირები
- ინტერვენციის გეგმის ნიმუშების ანალიზი
საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის.