
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათ შემოქმედებით განვითარებაზე.
ამის ნათელი მაგალითია მე-2 კლასელთა საინტერესო აქტივობა. ბავშვებმა საკუთარი ხელით, სხვადასხვა ხელმისაწვდომი მასალის გამოყენებით, შექმნეს უნიკალური სათამაშოები.
თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა თავისი ნამუშევარი და სასკოლო საზოგადოებას მისი ისტორია გაუზიარა.
აქტივობას ესწრებოდნენ სხვა კლასის მოსწავლეებიც.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და თვითგამოხატვის ჩამოყალიბებას.
„მადლობა ჩვენს პატარა შემოქმედებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და კრეატიულობა.
იხილეთ ფოტოები: