ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო და სახალისო გაკვეთილები ჩატარდა
05-07-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში სტანდარტული გაკვეთილები ჩატარდა. მე-3 კლასის გაკვეთილის თემა იყო „სიკეთის უკვდავება“. სასწავლო პროცესს პედაგოგი ნაზიბროლა ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა სასწავლო პროცესის დროს საინტერესო აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეებმა ტექსტი მოისმინეს და შინაარსი გადმოსცეს. თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოხატეს და მცირე მოცულობის ტექსტიც შექმნეს. პედაგოგმანათია თავართქილაძემ კი მე-10 კლასში სტანდარტული გაკვეთილი ინგლისურ ენაში ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო - Me and the world around me.
პედაგოგმა სასწავლო პროცესის დროს სხვადასხვა აქტივობა გამოიყენა და გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გახადა.
გაკვეთილებს პედაგოგები ესწრებოდნენ, რომელთაც სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია