სტუ აღარ გაერთიანდება თსუ-სთან - პრემიერის გადაწყვეტილება
09-02-2026

პრემერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გაერთიანებასთან დაკავშირებით იმსჯელეს; შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც კობახიძემ განაცხადა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება!

„ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სრულად უჭერენ მხარს ცვლილებებს, 1 ქალაქი 1 ფაკულტეტის პრინციპს, ტექნიკური უნივერსიტეტი კი სრულად გახდება პროფილური... ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა სტუ-ში. ასევე, სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სტუ-ს სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არ მქონდე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში სტუ-ში დარჩება მილევად რეჟიმში“, - განაცხადა კობახიძემ.

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ კი დასძინა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში მილევადი პროფესიების მიმართულებით იმუშავებს:

„მილევადი დანარჩენი ფაკულტეტები გადავლენ მილევად რეჟიმზე, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებას დაიწყებს სამუშოა ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის ისე განხოლრციელება, რომ საბოლოო ჯამში ეს პროცესი იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც გათვალისწინებულია კონცეფციით“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

რა ელის პროფესურას და შეინარჩუნებენ თუ არა უნივერსიტეტების რექტორები ჯაბა სამუშია და დავით გურგენიძე რექტორის პორტფელს?  - კობახიძემ განმარტა, რომ აკადემიური პერსონალის შემცირება არ იგეგმება:

„რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს ჩვენი მოვალეობაა ვიზრუნოთ მათზე, ჰუმანტარული მიმართულებების პერსონალი რჩება ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამების დასრულებამდე, შემდეგ კი მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე.

6000 პროფესორ-მასწავლებელია, რომელთა შორის, დაახლოებით 1000 ადამიანია დამაგრებული კონკრეტულ უმაღლესში... გვაქვს დეფიციტი და ახლა შეგვიძლია ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ მათზე“.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203