
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებით, რაც მათ მოტივაციაზე აისახება.
აღსანიშნავია, მე-3 კლასში ქართული ენის გაკვეთილზე განხორციელებული შთამბეჭდავი შემოქმედებითი აქტივობა. მოსწავლეებმა, პედაგოგ ანჟელა ღაზარიანის ხელმძღვანელობით პიესა - „ექიმი და ავადმყოფი“ დადგეს.
პიესის მოქმედი გმირები იყვნენ ექიმი, გოგონა და ავტორი. მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, იაქტიურეს, შთამბეჭდავად გადმოსცეს პერსონაჟთა ხასიათი და ემოციები და შეძლეს ტექსტის გადმოცემა შესაბამისი ინტონაციითა და ჟესტებით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობა განხორციელდა სასწავლო მიზნების შესაბამისად და ხელი შეუწყო მოსწავლეთა ზეპირი მეტყველების განვითარებას, ტექსტის გააზრებასა და როლური თამაშის უნარების ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: