
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, შესაბამისად საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებასა და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 8 თებერვალი - დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ჩატარდა სემინარი თემაზე - „დავით აღმაშენებლის პიროვნება, შინაური პოლიტიკა და საკულტურო მოღვაწეობა (1073-1125)“.
სემინარს უძღვებოდა მასწავლებელი ზურაბ სიხარულიძე.
სემინარი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვებმა დიდი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრად ნაკლებადცნობილი ფაქტიც შეიტყვეს.
აღსანიშნავია, რომ წელს მეფეთ-მეფის გარდაცვალებიდან 901 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: