„ჩემი საოცნებო ოთახი“ - დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე საინტერესო, შემოქმედებით დავალებაზე იმუშავეს 
09-02-2026

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. 

აღსანიშნავია, მე-6 კლასში ჩატარებული შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „ჩემი საოცნებო ოთახი“, რომელსაც პედაგოგი მაია ლიპარტელიანი ხელმძღვანელობდა. 

როგორი იქნებოდა შენი საოცნებო ოთახი? - ამ კითხვას პასუხი ინგლისური ენის გაკვეთილზე მოსწავლეებმა დავალების - My Dream Room ფარგლებში გასცეს.

„ნამუშევრებში თვალსაჩინოა მათი ფანტაზია, ინდივიდუალობა და ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გადმოცემის უნარი“,- გვეუბნებიან სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და გვიზიარებენ ბავშვების საინტერესო და კრეატიულ ნამუშევრებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203