
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბი „საფიხვნო“ წიგნის კითხვის პოპულარიზაციიკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
კლუბმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ტრადიციულად საინტერესოდ აღნიშნა. ამჯერად მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელი გაიხსენეს და წაიკითხეს მისი ლექსები და მოთხრობები.
მოსწავლეებმა წაკითხულის შესახებ იმსჯელეს და საინტერესო შეფასებები გააკეთეს.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი ნათელა ღლონტი.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და
ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: