ეშტიის N2 სკოლის მე-4 კლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ქართულის, როგორც მეორე ენის ღია გაკვეთილი 
09-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. 

მათ მოტივაციაზე ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გაიანე ოვსეპიანი ზრუნავს, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

აღსანიშნავია, მე-4 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებითა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. გაკვეთილზე პედაგოგმა არაერთ სასწავლო რესურსს მიმართა. 

მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და საგაკვეთილო თემა - „საათი“ დიდი ენთუზიაზმით შეისწავლეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203