გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ
09-02-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. „მე მხარს ვუჭერ მეგობარს!“- ამ სლოგანით შეუერთდნენ კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ დღეს მთელი სამყარო ერთიანდება იმ ადამიანების გარშემო, ვინც ამ დიდ გამოწვევას ებრძვის. 

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, თავიანთი პატარა, მაგრამ გულწრფელი წვლილი შეიტანონ ცნობიერების ამაღლებაში. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ აქტივობით მათ გაიაზრეს რომ სოლიდარობა იწყება ჩვენგან და მხარში ვუდგებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203