„მსოფლიოს დიდი მხატვრები“ - ყვარლის N2 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი სპექტაკლი დაიდგა 
09-02-2026

ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა ხარისხიან საგნობრივ განათლებაზე, არამედ მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ანა ანდრიაშვილის ხელმძღვანელობით, სპექტაკლი - „მსოფლიოს დიდი მხატვრები“ დადგეს. 

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და საოცარი სანახაობა წარმოადგინეს. 

სცენარის ავტორი თავად პედაგოგი ანა ანდრიაშვილი გახლავთ, რომელიც მადლობას უხდის ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ღონისძიების განხორციელებაში.

„ეს სცენარი, სასკოლო სცენარების კრებულზე დაყრდნობით დავწერე. თითოეულ პერსონაჟზე ფიქრისას თვალწინ მედგა თითოეული ჩემი მოსწავლე. მათი ინტერესებით, შესაძლებლობებით, ხასიათით და გარეგნობით. გზადაგზა სცენარს ჩემს ბავშვებს ვაცნობდი, მათგან მიღებული უკუკავშირი კი მეხმარებოდა ახალი პერსონაჟების შექმნაში.

შემოვიკრიბე მუსიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები - ეკა დენტოშვილი და ნინი ვარამიშვილი, რომელთაც ახალი სული შთაბერეს სცენარს.

უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, ყვარლის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლეილა ქოჩორაშვილმა, სასწავლო ნაწილის გამგე თათა ფეიქრიშვილმა და მე-5ბ კლასის მშობლებმა.და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით“,- აღნიშნავს ანა ანდრიაშვილი. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203