
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
სულ ახლახან, მოსწავლეთა პრეზენტაცია გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-13 მიზანს - კლიმატის ცვლილებასა და მისგან გამოწვეულ საფრთხეებს მიეძღვნა.
პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლმა - სოფიო ბერიძემ, პრეზენტაცია კი წარადგინეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა.
მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს კლიმატის ცვლილების მიზეზები, გლობალური და ლოკალური საფრთხეები, ადამიანის საქმიანობის გავლენა გარემოზე და ის პრაქტიკული ნაბიჯები,რომლებიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გადადგას გარემოს დასაცავად.
პრეზენტაციას ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება - ადმინისტრაციის წევრები, მასწავლებლები... პრეზენტაცია იყო ინტერაქტიული და საგანმანათლებლო ხასიათის. განხილვა წარიმართა აქტიური ჩართულობითა და მსჯელობით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და ეკოლოგიერი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისათვის.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეებში გლობალური გამოწვევების გააზრებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიებებას.
იხილეთ ფოტოები: