აღმამედლოს საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლა „აქტიური თაობა“ გაიხსნა.
სკოლაში მოსწავლეები სწავლობენ არაფორმალურ გარემოში, ქმნიან ხელნაწერ წიგნებს, ატარებენ ტრენინგებს სხვადასხვა თემაზე და ასე შემდეგ.
„მომავალ კვირაში ვგეგმავთ შეხვედრებს მეზობელი სოფლის სკოლების არაფლოსა და კაჩაგანის საზაფხულო სკოლის მოსწავლეებთან და ერთობლივად გავმართავთ ვიქტორინასა და სპორტულ შეჯიბრებებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის