სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი
09-02-2026
ახალციხეში, მე-5 საჯარო სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას რეგიონული საინფორმაციო TOK2Region ავრცელებს.
ფაქტს 112 ადასტურებს და აღნიშნავენ, რომ მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
თვითმხილველების თქმით, ბავშვს სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი.
დაატებითი დეტალების გასარკვევად etaloni.ge ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორს, ინგა ფერაძეს დაუკავშრდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი მოუცლელობის მიზეზით გაგვითიშა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია