
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
4 თებერვალს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. სკოლაში წიგნის საჯარო კითხვა მოეწყო.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად წაიკითხეს თეა ლომიძის „წერილი ბოთლში“, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა კი - ნაწყვეტები დათო ტურაშვილის ნაწარმოებიდან - „ტყეების მეფე“.
მოსწავლეებმა უპასუხეს მასწავლებლების დასმულ კითხვებს. გამოთქვეს თავისი მოსაზრებები, გაუზიარეს ერთმანეთს შეხედულებები. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს ინტერესი დათო ტურაშვილის შემოქმედებისადმი და აღნიშნეს, რომ აუცილებლად წაიკითხავენ „ტყეების მეფეს“.
საჯარო კითხვის დღით კმაყოფილი დარჩნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები.
„იმედია ასეთი დღეები გაუღვივებს ბავშვებს წიგნისადმი ინტერესს და ამ გზით აიმაღლებენ ინტელექტს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: