სად და რამდენით შეამცირეს ხელშეკრულებით დასაქმებულები - მთავრობის განკარგულება განათლების სამინისტროს სსიპ-ებს ეხება
06-02-2026

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ებს განესაზღვრათ ხელშეკრულებით დასაქმებული კადრების რაოდენობა.

დოკუმენტში გაწერილია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, უნდა ჰყავდეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 200 პირი, მათ შორის, 30 ერთეულით დამხმარე ამოცანების შესასრულებლად და 170 ერთეულით − არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა არაუმეტეს 1935 ერთეულითაა განსაზღვრული;

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, შრომითი ხელშეკრულებით 390 პირის დასაქმება შეეძლება, საგანმანათლებლო კვლევების ცენტრს - 44-ის, ახალგაზრდობის სააგენტოს 97-ის;

ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით, უცვლელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (1430), მანდატურის სამსახურის (2244), ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შემთხვევებში.

სამაგიეროდ, განათლების საერთაშორისო ცენტრის, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის სამთავრობო დოკუმენტში მათ შესახებ ჩანაწერები არ გვხვდება, ხოლო პროფესიული უნარების სააგენტოს შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 13 ერთეულით (მაშინ, როდესაც შარშან ეს მაჩვენებელი 227 იყო)

განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ რომელ უწყებებში შემცირდა კადრები და სად - მოემატა, მთავრობის განკარგულება იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203