
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში. ნიჭერი და მონდომებული მოსწავლეები იძენენ ახალ გამოცდილებას და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.
მათ შორის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, სახელწოდებით -„ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“.
მოსწავლეებმა საკონკურსო კითხვებს ბრწყინვალედ გაართვეს თავი და წარმატებით გადავიდნენ შემდეგ ტურში.
მოსწავლეთა რელიგიის პედაგოგი ივერი მერკვილაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს და მათი ცოდნის გამდიდრებაზე ზრუნავს, რაც შემდგომში მოზარდების მიღწევებზე აისახება.
იხილეთ ფოტოები: