ლასურიაშის საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ბუნებისმეტყველების ღია გაკვეთილი
06-02-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ. მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა პრაქტიკული სამუშაოები, რომელსაც პედაგოგები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას ხშირად მიმართავენ. 

ბიოლოგიის მასწავლებელმა - ნანა ფუტკარაძემ მე-8 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „გულ-სისხლძარღვთა სისტემა“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში გულის აგებულებისა და ფუნქციის გააზრება, პრაქტიკასთან დაკავშირება, გულ-სისძარღვთა სისტემის დაავადების არსის ახსნა. რისკფაქტორების და სიმპტომების ამოცნობა, პრევენციული ღონისძიებების ჩამოყალიბება.

გაკვეთილი დაიგეგმა მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომით, პროცესში გამოყენებული იყო მრავალფეროვანი აქტივობები: კითხვა-პასუხის მეთოდი, პრაქტიკული დავალებები და ვიზუალური მასალა. მოსწავლე ნინი ხეცურიანმა წარადგინა პრეზენტაცია გულ- სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი სახეები, მათ შორის ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ანევრიზმა, გულის მანკი, ასევე წარმოადგინა საკუთარი ხელით დამზადებული სისხლის მოდელი, რამაც გააძლიერა მოტივაცია და ინტერესი საგნის მიმართ.

აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციური უნარის განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203