გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სისხლის შემადგენელი ნაწილების შესახებ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს
06-02-2026

ახალქალაქის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს საინტერესო ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული სამუშაოებით სწავლობენ. აღნიშნული აქტივობები მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა. 

აღსანიშნავია, მე-8 კლასში ბიოლოგიაში ჩატარებული მეტად საინტერესო გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი არმინე აბელიანი ხელმძრვანელობდა. 

გაკვეთილის თემა იყო - „სისხლის შემადგენელი ნაწილები“.

სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ წარიმართა. ​მოსწავლეებმა ჩაატარეს ექპერიმენტი სისხლის შემადგენელი ნაწილების შესახებ, ექსპერიმენტისთვის კი გამოიყენეს პლასტელინი, ზეთი, ჟელეს კანფეტები, წებო და სხვა მასალა.  

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა, მოსწავლეებმა სისხლის შემადგენელი ნაწილები საფუძვლიანად შეისწავლეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203