
თბილისის N28 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის საკითხებზე საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სკოლის ექიმი მე-10 კლასელებს შეხვდა. საუბარი შეეხო ჯანსაღი ცხოვრების წესს, მავნე ჩვევების პრევენციასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობას.
მოსწავლეებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები და დასვეს საინტერესო კითხვები. მე-10 კლასელებმა ექიმისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მე-10 კლასის პედაგოგი გიული ხარხელი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N28 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: