
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტირუად ზრუნავენ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინეტრესოდ აღინიშნა.
მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლე-მასწავლებლებმა (მაია მნათობიშვილი, ზიზო ბურდული, ეკა პავლიაშვილი და მაია სიმონიძე) მხატრვულად წაიკითხეს ლექსები, ამონარიდები „ვეფხისტყაოსნიდან“, მოთხრობები და ხელი შეუწყეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - გააჟღერეს ამ დღის სლოგანი მოსწავლეებმა, თანატოლებს მხატვრული ლიტერატურის კითხვისეკნ მოუწოდეს და წიგნის მნიშვნელობა შეახსენეს.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის (GPBA) ინიციატივით, 4 თებერვალს საქართველოში უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
იხილეთ ფოტოები: