გამოცდის შედეგები 10 სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდება
06-02-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა ჩატარდა.
 
ტესტირება, ცენტრის მიერ დანერგილი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა რეგისტრირებული სტუდენტების 99%-მა მიიღო.
 
ელექტრონული ტესტირების მიმდინარეობას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
 
გამოცდის შედეგები, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, 10 სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდება, რომელთა ნახვაც სტუდენტებს სპეციალური კოდის საშუალებით შეეძლებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203