იანეულის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას საინტერესო ღონისძიებით შეუერთდა 
05-02-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ტრადიციულად ღონისძიებით აღინიშნა. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას III, IV, VI, VII, IX კლასების მოსწავლეები შეუერთდნენ. ღონისძიება გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებით, რომელთაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, დასახელდნენ გამარჯვებულები, რომელთაც სიგელები გადაეცათ.

დაჯილდოვდნენ მოსწავლეები:

  • ანასტასია დოლიძე - III კლასის მოსწავლე (ქართული ენა და ლიტერატურა) მასწავლებელი - ნათია მეფარიშვილი;
  • ლიზი კეკელიძე - VII კლასის მოსწავლე, მასწავლებლები - სოფიო კალანდაძე, ხატია ჩიგოგიძე;
  • ნინი ცინცაძე - IX კლასის მოსწავლე, მასწავლებლები - სოფიო კალანდაძე, ხატია ჩიგოგიძე;
  • VII კლასის მოსწავლე - ანა შარაშიძე (უცხოური ენა (ინგლისური) მასწავლებელი - ანა მეფარიშვილი;
  • VI კლასის მოსწავლე - ლუკა ტუშური უცხო ენა (რუსული), მასწავლებელი - ნათია ხუცურაული.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203