„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო კამპანიას საინტერესო ღონისძიებით შეუერთდნენ 
05-02-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი და პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ, მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და ასწავლიან რომ წიგნი მათი საკეთესო მეგობარია. 

4 თებერვალს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციისჯენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას ხალისით შეუერთდნენ. 

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა იოსებ გრიშაშვილის სტიქონები - 

„მიყვარდა კითხვა, წიგნს ვსახავდი

მე თვალისჩინად,

მიყვარდა კითხვა და ამ კითხვამ გადამარჩინა!...“

სკოლის მეექვსე, მერვე და მეათე კლასების მოსწავლეებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მთვარისა ახვლედიანი) სასკოლო საზოგადოების წინაშე საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებები წაიკითხეს, შემდეგ კი მსმენელთა ჩართულობით იმსჯელეს წაკითხულის დედააზრზე, გამოიტანეს დასკვნები, შეჯერდნენ წიგნის უმნიშვნელოვანეს როლსა და კითხვის აუცილებლობაზე.

გაიაზრეს ილიას შეგონებაც: „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“ ასევე გურამ დოჩანაშვილის საგულისხმო გამონათქვამი - „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“.

მოსწავლეებმა მასწავლებლის რჩევით ბოლოს საკითხავი ლიტერატურაც შეარჩიეს.

ღონისძიების სლოგანი იყო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203