კითხვის კულტურის პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიება ლასურიაშის საჯარო სკოლაში 
05-02-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.  

ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე. მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს მათთვის საყვარელი ამონარიდები ფრანც კაფკას, ჯერომ სელინჯერის, შარლოტა ბრონტეს და სხვა ავტორების ნაწარმოებებიდან.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა გურამ დოჩანაშვილის სიტყვები - „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ ხელი შეუწყო კითხვის კულტურის პოპულარიზაციას და მოსწავლეთა ინტერესის გარღმავებას ლიტერატურისადმი.

ლასურიაშის საჯარო სკოლში მადლობას უხდიან ღონისძიების ყველა მონაწილეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203