ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელებისთვის ლიტერატურული ვიქტორინა ჩატარდა
05-02-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა დ უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და წახალისებას ემსახურება. 

აღსანიშნავია ლიტერატურული ვიქტორინა, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და მამოტივირებელი აღმოჩნდა.

მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელთათვის ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა კარლო კოლოდის უკვდავი ნაწარმოების - „პინოქიოს თავგადასავალი“ - მიხედვით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ II, II და II კლასების მოსწავლეები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ წიგნი, თამაში და სწავლა ერთად ნამდვილ სიხარულად შეიძლება იქცეს.

ვიქტორინა გამოირჩეოდა საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებით, რომლებმაც სამივე კლასის მოსწავლეები გააერთიანა საერთო მიზნის ირგვლივ. ბავშვები დიდი მონდომებითა და სიხარულით ჩაერთნენ თითოეულ დავალებაში, გამოავლინეს ლიტერატურული ცოდნა, სისწრაფე, დაკვირვების უნარი და რაც ყველაზე მთავარია - გუნდური მუშაობის შესანიშნავი მაგალითი აჩვენეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებას განსაკუთრებული სითბო და ხალისი შემატა მშობელთა ჩართულობამ.

„მათთან ერთად თამაში, მხარდაჭერა და გულშემატკივრობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სწავლა და სიხარული ასაკს არ სცნობს და რომ სკოლა არის სივრცე, სადაც ბავშვები, მშობლები და პედაგოგები ერთ დიდ, მეგობრულ ოჯახად ერთიანდებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში.

ვიქტორინის დასასრულს მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა და ყველა გუნდი სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა. თუმცა, ამ დღის მთავარი გამარჯვებული მაინც მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და ერთობა იყო - ის ღირებულებები, რომლებიც ასეთი ღონისძიებების დროს ბუნებრივად ყალიბდება.

„დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის, მშობლებს - გულწრფელი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღე სითბოთი, ღიმილითა და დადებითი ემოციებით სავსე, დაუვიწყარ მოგონებად აქცია“,- აღნიშნავენ სკოლა-გიმნაზიაში. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ II, და კლასების დამრიგებლები - სოფიო ოქროპირიძე, ირმა ბებია და ნათია ღაღაიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203