ლუხვანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ 
05-02-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებენ და ამ გზით მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.

4 თებერვალს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჩაატარა და მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა. 

მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203