საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
05-02-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი საფეხურიდან შთააგონეებნ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

4 თებერვალს სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა და წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული ერთმანეთს გაუზიარეს. 

„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი“, - გურამ დოჩანაშვილის ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა ღონისძიებას. 

წიგნის კითხვის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელი სიტყვებიც მოიშველიეს. „დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203